მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვმუშაობთ იმაზე, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვა ყოველწლიურად გაიზარდოს" - რკინიგზის გენდირექტორი

ლაშა აბაშიძე

ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება. ჩინური ტვირთის გადამზიდავის შემოსვლას ახალქალაქში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში მან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.

"ჩვენ დღეს მივიღეთ ორი მატარებელი, რომელიც არის ჩინეთიდან. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. წელს უკვე იზრდება ტვირთების მოცულობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთიდან შუა დერეფნის ნაწილში გავზარდოთ ჩინური ტვირთების მოცულობა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყოველწლიურად მინიმუმ გავზარდოთ აღნიშნულ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვა", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია ჩატარდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები