მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჯარო შესყიდვების პრაქტიკის დახვეწის მიმართულებით მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის ერთ-ერთი პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკა იქნება. მან ამის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა. ამ კუთხითაც, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მათ შორის, ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ ვახსენე, არის პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკის დანერგვა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მასშტაბით განსავითარებელ ინფრასტრუქტურას. ეს შეიძლება იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და ა.შ. სტანდარტიზციის პრაქტიკის შემოღება, მათ შორის, პროექტირების ხარჯებს შეამცირებს, ასევე უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რისკების დაზღვევას, გაიზრდება სამუშაოების შესრულების ხარისხი. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლის სისტემა, ამისთვის იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე სამსახურის კოორდინაცია, პირველ რიგში ჩვენ დავეყრდნობით სუს-ს, ანტიკორუფციულ სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, იმუშავებს აქტიურად მთავრობის ადმინისტრაცია, გავაძლიერეთ მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის, ამ საკითხებით იქნება დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის, შსს-ს როლი, ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ კორუფციის რისკებისგან ჩვენი სახელმწიფო,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები