მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვმუშაობთ ყველა თქვენგანთან უფრო ძლიერი, მდგრადი ურთიერთობის დამყარებისთვის“ - "აჭარისწყალი ჯორჯია“

ბჰატი

„ვმუშაობთ ყველა თქვენგანთან უფრო ძლიერი, მდგრადი ურთიერთობის დამყარებისთვის“,- ამის შესახებ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ ბჰატიმ BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორპორაციული მდგრადობის დასანერგად, საჭიროა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციას ამ რაიონში ან სრულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„კორპორაციული მდგრადობის დასანერგად, საჭიროა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციას ამ რაიონში ან სრულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეხება. ვიღებთ, უამრავ მონაცემს, მათ შორის Clean energy invest-ისა და Tata power group -ისგან. დავამყარეთ გრძელვადიანი ურთიერთობა რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებთან, თურქულ ენერგოკომპანიებთან, ჩვენი ტექნოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება მდგრადობას, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგებს. სწორედ ახლახან დაბრუნდნენ ისინი ირლანდიიდან, სადაც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრენინგებს დაესწრნენ. ჩვენი თანამშრომლები ასევე ესწრებიან გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, ასე რომ პარტნიორობა ყველა მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ვმუშაობთ ყველა თქვენგანთან უფრო ძლიერი, მდგრადი ურთიერთობის დამყარებაზე", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როდესაც საქმე ეხება გარემოს, მისი თქმით, საჭიროა მდგრადი ოპერაციები მსოფლიოს ახალი ტენდენციების შესაბამისად, მათ შორის გარემოს დაცვითი მიმართულებებით, რეგულარულად ხდება პარამეტრების მონიტორინგი, იქნება ეს ბიო მრავალფეროვნება თუ სხვა.

"ჩვენ, რეგულარულად ვატარებთ ბიო მრავალფეროვნების მონიტორინგს იქთიოლოგების მიერ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ოპერაციები არ მოახდენს წყლის გარემოზე გავლენას. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვაციის ღონისძიებაა აჭარის წყლის აუზში თევზის გაშვება. დღეისთვის მდინარე აჭარის წყალში, წითელ ნუსხაში შესული 30-მდე კალმახი არის ჩვენს მიერ გაშვებული. ამავდროულად, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში ხეების დარგვა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილია კლიმატის მდგრადობის მიმართულებით“,- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

სატიშ ბჰატის თქმით, კომპანია ადგილობრივ თემებთან სოციალურ გამოწვევებზე აქტიურად მუშაობს. ეს იქნება განათლება, ფინანსური მხარდაჭერა თემების განვითარებაში თუ სხვა.

მისივე განმარტებით, ის ინფორმაციები, რასაც სექტორის სხვა მოთამაშეებს, მთლიანად სექტორს ეხმარება. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ გაუმჯობესებული ოპერაციები ელექტროსადგურების დახმარებაც არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები