მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vodafone-მა, Lifecell-მა და „კიევსტარმა“ რუსეთის და ბელარუსის აბონენტებისთვის თავისი მობილური ქსელები დაბლოკეს

621a850086caf
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 00:25
1303
მობილურმა ოპერატორებმა „კიევსტარმა“, Vodafone-მა და Lifecell-მა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის აბონენტებისთვის თავის ქსელებთან კავშირი დაუბლოკეს. ამის შესახებ უკრაინის რადა Telegram-არხის საშუალებით იუწყება.

„კიევსტარი, Vodafone-მა და Lifecell-ი თავის ქსელთან რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის აბონენტებისთვის წვდომა დაბლოკეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული გამოცემა Unian-ი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია Vodafone Ukraine-ს პრესსპიკერმა ვიქტორია პავლოვსკაიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაადასტურა.

„მაშ ასე, Vodafone უკრაინამ რუსეთისა და ბელარუსის აბონენტებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა დაბლოკა. ეს იმ შემთხვევისთვის თუ არ იცოდით“, - წერს ის.

გადაწყვეტილება კომპანია „კიევსტარის“ პრესსამსახურშიც დაადასტურეს.

„ამასთან, ჩვენ მოგვმართავენ კითხვით - ვთავაზობთ თუ არა როუმინგის მომსახურებას რუსეთისა და ბელარუსის მობილურ ოპერატორებს უკრაინის ტერიტორიაზე? გაცნობებთ, რომ 24-25 თებერვლის ღამეს „კიევსტარმა“ სხვა უკრაინულ ოპერატორებთან ერთად თავის ქსელებში რუსეთისა და ბელარუსის ყველა მობილური ოპერატორისთვის როუმინგის უფლება შეაჩერა. მათ აღარ შეუძლიათ მიიღონ და განახორციელონ ზარები, ისარგებლონ ინტერნეტით და გაგზავნონ SMS-ები“, - ნათქვამია „კიევსტარის“ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები