მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-ი ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში $700 მლნ-ის ინვესტიციას დებს

64c138ac94259
გიორგი თოლორდავა
27.07.23 10:44
807

გერმანული ჰოლდინგი Volkswagen-ი ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Xpeng-ში 700 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს.

გარიგების შედეგად, კომპანია Xpeng-ის 5%-იან წილს მიიღებს და მასთან ერთად ელექტრომობილების განვითარებას შეძლებს. კომპანიების თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლამდე ორი ახალი ელექტრომობილის გამოშვებაა დაგეგმილი.

Volkswagen-ის წარმომადგენლობის განცხადებით, Xpeng-ში ინვესტირების მთავარი მიზეზი ჩინეთის მთავრობის პოლიტიკაა, რომელიც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის ჩინურ კომპანიებში ინვესტირებას მოითხოვს.

ანალიტიკოსების შეფასებით, გერმანულ კომპანიას ჩინეთის ბაზარზე თავის დამკვიდრება სურს, სადაც ამჟამად Tesla და თავად ადგილობრივი კომპანიები დომინირებენ.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები