მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-მა Rivian-ში ინვესტიცია $5.8 მილიარდამდე გაზარდა

vw

Volkswagen Group-მა ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian-ში თავისი ინვესტიცია 16%-ით, $5.8 მილიარდამდე გაზარდა - ორივე კომპანია ელექტრომობილის ინფრასტრუქტურისა და პროგრამის შექმნაზე ერთობლივად მუშაობს.

მანამდე, ივნისში, ცნობილი გახდა, რომ VW ამერიკულ ავტომწარმოებელში $5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებდა, რითაც ზარალში მყოფ სტარტაპს ახალი შანსი მიეცემოდა: ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირების პარალელურად, Rivian-ი ელექტრომობილის ახალ, უფრო პატარა და იაფ მოდელზე, სახელწოდებით R2, მუშაობს.

"ეს პარტნიორობა და შეთანხმება უზრუნველყოფს კაპიტალს, რომელსაც არა მხოლოდ R2-ის გამოშვებისთვის, არამედ, ჯორჯიას შტატის ქარხანაში მისი განვითარებისთვის გამოვიყენებთ", - ამბობს Rivian-ის CEO, არჯეი სკარინჯი Reuters-თან.

ელექტრომობილის ახალი ვერსიის წარმოება ილიონისის შტატში დაიწყება, რადგან ჯორჯიაში საწარმოს აშენება ჭიანურდება - Rivian-მა ქარხნის მშენებლობის დასასრულებლად განაცხადი ფედერალურ სესხზეც შეიტანა.

საერთო წამოწყება - Rivian and VW Group Technology LLC - მიზნად ელექტრომობილების ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწას ისახავს, რაც ორივე კომპანიის წარმოებას დაეხმარება.

Volkswagen-ის თითქმის $6-მილიარდიანი ინვესტიცია საერთო პროექტში 2027 წლამდე განხორციელდება.

მიმდინარე კვირაში Rivian-ის აქციებზე, რომლებიც $11 მილიარდადაა შეფასებული, ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები