მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volocopter-ის საფრენმა ტაქსმა სინგაპურში ტესტი წარმატებით ჩააბარა

5dafff43e3410
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 17:15
994

Volocopter-ის საფრენმა ტაქსმა სინგაპურში პირველი სატესტო ფრენა განახორიცელა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აპარატმა ტესტი წარმატებით ჩააბარა.


საჰაერო ტაქსი 18 პროპელერით, მეტროპოლიის საპორტო რაიონში, ორი წუთისა და 30 წამის განმავლობაში დაფრინავდა. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ბორტზე მფრინავი იჯდა - სამომავლოდ კი, Volocopter- ის ტაქსები პილოტების გარეშე იფრენენ.


როგორც Volocopter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ისინი უახლოეს მომავალში ტაქსების შეყვანას ჯაკარტაში, მანილასა და ბანგკოკშიც აპირებენ. ფლორიან რუთერის თქმით, აღნიშნულ ქალაქებში საგზაო საცობების ქაოსის ფონზე, საჰაერო ტაქსებზე დიდი მოთხოვნაა.

 

საჰაერო ტაქსი ორი მგზავრზეა გათვლილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის დაზოგავს დროს, არის ძალიან უსაფრთხო და რაც მთავარია გარემოს გამონაბოლქვიგან არ დააბინძრებს. ''ვოლოკოპტერმა'' პირველი საცდელი ფრენა დუბაიში 2017 წელს შეასრულა.


გერმანული Volocopter უკვე წლებია მფრინავი ტაქსის პროექტზე მუშაობს. კომპანიის საფრენი აპარატი უკვე გამოსცადეს ჰელსინკის აეროპორტში. ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქი შტუტგარტი კი, პირველი დასახლებული პუნქტი გახდა, სადაც მოწყობილობის საცდელი ფრენა შესრულდა.


ცნობისათვის, Volocopter ამ ტიპის ერთადერთი გერმანული პროექტი არ არის. მაისში, გერმანულმა სტარტაპმა Lilium წარმატებით ჩაატარა ხუთადგილიანი მფრინავი ელექტრო ტაქსების პროტოტიპის საცდელი ფრენა. ჩვენება მაშინ მიუნხენის მახლობლად შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები