უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქში, "როსკოსმოსის" საკვანძო საწარმოს დაარტყეს.
როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რუსეთის ომის პოტენციალი შემცირდეს.
„დღეს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. რუსეთის სამარის ოლქში, როსკოსმოსის ერთ-ერთ საკვანძო საწარმოს - „პროგრესის“ ცენტრს, რომელიც, სხვა საქმიანობასთან ერთად, ელექტრონიკის წარმოებაში იყო ჩართული - დაარტყეს. გამოყენებული იყო „ფლამინგოს“ რაკეტები. კარგი შედეგია. ჩვენს საზღვრამდე მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია.
ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ ასევე მიაღწია სავასლეიკის ავიაბაზას, სადაც განთავსებულია რუსული რაკეტების მატარებლები, რომლებიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს უტევენ - უკრაინიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით.
ასევე გვაქვს დადასტურება იმ ზიანის შესახებ, რომლის მიყენებასაც ვცდილობდით უსტ-ლუგის ნავთობის ობიექტზე - ჩვენი საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით.
მადლიერი ვარ ყველა იმ დანაყოფის, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მათი სიზუსტისთვის. რუსეთის წინააღმდეგ, ამ ომის გამო, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ომის პოტენციალი შემცირდეს.
მშვიდობა საჭიროა და ეს რუსეთშიც თვალსაჩინო უნდა იყოს - კონკრეტული ობიექტებისთვის მიყენებული კონკრეტული ზიანის სახით.
დიდება უკრაინას!“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.




























