მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოლტზე" ყველაფერია - ახალი რეგიონული კამპანია ვოლტისგან

ვოლტი
BM. GE
25.09.23 16:11
106

"ვოლტზე" ყველაფერია  - ამ სლოგანით, ვოლტი ახალ რეგიონულ კამპანიას იწყებს. კამპანია მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის ინფორმირებას იმის შესახებ, რომ საკვების გარდა, ვოლტი მათ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებიდან სასურველი პროდუქციის მიწოდებას სთავაზობს. პარტნიორი ობიექტების რაოდენობა და ასორტიმენტი სულ უფრო იზრდება. 

არასარესტორნო სექტორში,  როგორიცაა მათ შორის სურსათი, ფარმაცია, ტექნიკა, საბავშვო პროდუქტები, სახლის და თავის მოვლა და სხვა, ვოლტი პანდემიის პერიოდში შევიდა, როდესაც სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ადგილზე მიწოდების მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. ეს მიმართულება თანდათან უფრო განვითარდა და დღეს, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვოლტი ოპერირებს, რითეილის პროცენტული წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სწორედ საქართველოშია. დღეს უკვე ვოლტით შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღებაც, როგორიცაა მაგალითად სასწავლო კურსების შეძენა, ავტომანქანის დაქირავება, ევაკუატორის გამოძახება და ა.შ.

„ჩვენ მუდმივად ორიენტირებული ვართ ზრდასა და განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და მომხმარებლისა თუ პარტნიორებისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებაზე. ბიზნესს და მომხმარებელს ჩვენ არაერთი პროდუქტი შევთავაზეთ, როგორიცაა მათ შორის Wolt Drive, როცა მხოლოდ კურიერის გამოძახება შეუძლიათ; ან, როცა ბიზნესი შეკვეთას იღებს საკუთარ პლატფორმაზე, მაგრამ მიწოდებას ახორციელებს ვოლტის პარტნიორი კურიერის მეშვეობით; ბიზნესს ასევე აქვს შესაძლებლობა, შეკვეთა მიიღოს ვოლტის პლატფორმით და მიწოდება განახორციელოს თავად და ა.შ. ახალი კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ დამწყებ, ახალგაზრდულ ბიზნესებზე, მათ შორის სტარტაპებზე და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმის შეთავაზება იქნება. მაგალითისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ WOLT Drive-ის და Kovzy-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც სულ ახლახან დავიწყეთ და რომელიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს გაციფრულებაში, ონლაინ-გაყიდვების დანერგვასა და განვითარებაში ეხმარება. ეს კი მათ მომხმარებლის რაოდენობას და შესაბამისად, შემოსავალსაც გაუზრდის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და მომავალშიც არაერთ ახალ შესაძლებლობას შევთავაზებთ როგორც პარტნიორებს, ისე - მომხმარებელს. რეგიონული კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეიტყოს, რომ ვოლტზე ყველაფერია, ანუ შეუძლიათ, შეუკვეთონ ყველა ტიპის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება და მათ ამის საშუალებას აძლევს ჩვენი პარტნიორი ობიექტების მრავალფეროვნება“, - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია. 

ახალი კამპანიის საიმიჯო რგოლი, რომელიც საქართველოში დამზადდა, ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც გაეშვა. ამ ეტაპზე ამ 3 ქვეყანას აერთიანებს ვოლტის აღმოსავლეთის რეგიონი, რომელსაც რეგიონული გენერალური მენეჯერი - ნატალია ხიზანაშვილი საქართველოდან მართავს. საქართველოდანვე ხორციელდება სამივე ქვეყანაში ადამიანური რესურსების მართვა (HR), რასაც უახლოეს მომავალში სხვა პოზიციები დაემატება. ის ფაქტი, რომ რეგიონის ქვეყნების მენეჯმენტი საქართველოდან ხორციელდება, ხაზს უსვამს ვოლტი საქართველოს გუნდის პროფესიონალიზმის მაღალ დონეს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ევროკავშირს ფარგლებს გარეთ პირველი ქვეყანა, სადაც ვოლტმა ოპერირება დაიწყო. ვოლტის სათაო ოფისის ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის იყო ქვეყანაში ტექნოლოგიური განვითარების მაღალი დონე, ასევე პლასტიკური საბანკო ბარათებით გადახდის მაღალი მაჩვენებელი რეგიონში. 

ახალი კამპანიის საიმიჯო რგოლი, რომელიც სარეკლამო სააგენტო Hans & Gruber-მა მოამზადა, უკვე გაეშვა რეგიონის ქვეყნებში და მომხმარებლის დიდი დაინტერესებით სარგებლობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები