შვედური ავტომწარმოებელი Volvo ელექტრო სატვირთო FH Electric-ის გაუმჯობესებულ მოდელზე მუშაობს, რომელიც ერთი დამუხტვით უფრო გრძელ მანძილს - 600 კმ - გაივლის. ამის შესახებ კომპანიამ 3 სექტემბერს განაცხადა.
Volvo-ს თანახმად, ახალი სატვირთო ბაზარზე 2025 წლის II ნახევარში გამოჩნდება და იმ მომხმარებელზე იქნება მორგებული, ვისაც უფრო გრძელი მარშრუტის გავლა უწევთ. ავტომწარმოებელმა ამას სატვირთოს პროგრამული გაუმჯობესებითა და ბატარეის ოპტიმიზაციით მიაღწია.
Volvo Trucks, რომელიც ელექტრო სატვირთოების ბაზრის ლიდერია, ახალ მოდელში ელექტრონული ღერძის ტექნოლოგიას დანერგავს, რომელიც ბატარეის მოცულობის გასაზრდელად ძრავას, გადაცემათა კოლოფსა და ღერძს ერთ ერთეულში გააერთიანებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ელექტრო სატვირთოებზე 3 წლის განმავლობაში მზარდი მოთხოვნისა და გაყიდვებით რეკორდული 2023-ის შემდეგ, წელს ბაზარი დასტაბილურდება. ამასთან, 2023 წლის მონაცემებით, ელექტრო სატვირთოების ფასები შიდა წვის ძრავიან მოდელებთან შედარებით შესამჩნევად მაღალია და 250-დან 400 ევროს ფარგლებში მერყეობს.