მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo-ს აქციები რეკორდულად დაეცა

volvo

შვედური ავტომწარმოებელი კომპანიის, Volvo-ს აქციების ღირებულება ბოლო პერიოდის განმავლობაში 45%-ითაა შემცირებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, არადა გასულ წელს მას ინვესტორები $30 მილიარდად აფასებდნენ.

Volvo Car-ის აქციების მკვეთრი შემცირება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისმა მშობელმა კომპანიამ, Geely-მ Volvo-ს 3.4%-იანი წილი გაყიდა. თავისი არსით, წილის გაყიდვა დიდი ტრაგედია არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტრანზაქცია საკმაოდ დიდი ფასდაკლებით განხორციელდა, რასაც ინვესტორები ნეგატიურად შეხვდნენ.

ჩინური ჰოლდინგის წარმომადგენლობის განმარტებით, Volvo-ს აქციების გაყიდვიდან მიღებული თანხა Geely-ს ავტომობილების განვითარებას მოხმარდება და არც უშუალოდ Volvo-ს, რაც ინვესტორთათვის აგრეთვე მორიგი არასასიამოვნო სიახლეა.