„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში Volvo Cars-ის ავტორიზებული დილერი გახდა და 26 ივნისს თბილისში ბრენდის პირველი პოპ-აპ შოურუმის ოფიციალური პრეზენტაციაც გაიმართა. პრეზენტაციაზე მედიის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს „თეგეტა მოტორსის" კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი პირადად მასპინძლობდა.