ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ X-ზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტმა უახლესი განვითარებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პეტრ პაველი სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
"მან [სალომე ზურაბიშვილმა] მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც ხაზგასმულია [ეუთოს] ანგარიშში, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც სულ უფრო მეტად აახლოებენ საქართველოს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს მის ძალისხმევაში ამ რთული ვითარების ნავიგაციისთვის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის",- დაწერა პეტრ პაველმა.
Last Friday, the OSCE released its report on the elections in Georgia, prompting a call from President @Zourabichvili_S today to discuss the latest developments. She informed me not only about the various shortcomings in the October elections highlighted in the report but also… pic.twitter.com/uOGkODwk1B
— Petr Pavel (@prezidentpavel) December 23, 2024