მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“VTB ბანკის შესყიდვაზე სახელმწიფოს და სებ-ის პოზიცია უფრო მკაფიო უნდა იყოს” - სოსო ბერიკაშვილი

62e14eaf3c01d
ანუკა ჯოხაძე
27.07.22 21:52
770
როგორც BMG-სთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, VTB ბანკის შესყიდვით დაინტერესებულია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, ოფიციალურად ბანკის შესყიდვაზე განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა კითხვაზე რა იქნება ეროვნული ბანკის პოზიცია თუ განაცხადს ხიდაშელი გააკეთებს, სებ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეროვნული ბანკი ყველა განაცხადს დადგენილი წესებით განიხილავს.

ამის პარალელურად ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, როგორც ეროვნულ ბანკს, ისე საქართველოს მთავრობას, ამ კუთხით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისა და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“სახელმწიფოს პოზიცია VTB ბანკის შესყიდვაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი და მკაფიო. მე რასაც ვუყურებ, ეროვნული ბანკის პოზიციები ხელისუფლების პოზიციებთან შედარებით სანქციებზე უფრო მკაფიოა. მკაფიოობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბანკის აქტივების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა ისეთ პირებზე არ უნდა მოხდეს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სანქცირებულ პირებთან არიან დაკავშირებული.

ძალიან საფრთხილოა ეს ამბავი, რეპუტაციული ზიანია ქვეყნისთვის და შეიძლება ჩვენც დავზარალდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენც დავსანქცირდეთ. იმედის ვიტოვებ, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდებიან”, - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები