მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობთ, დავარწმუნოთ ტურისტები, რომ ჯერ კიდევ უსაფრთხოა საქართველო“... - გიდი | ტურისტების გეოგრაფია

ნუცა ცქიმანაური

გამოცდილი გიდისა და სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტ ნუცა ცქიმანურის შეფასებით, პირადად მისთვის წლევანდელი სეზონი დატვირთული იყო, თუმცა ტურისტების სეგმენტი მკვეთრად შეიცვალა, რაც გიდების შემოსავლიანობაზეც აისახა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ თუ ადრე დომინანტი იყვნენ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ევროპიდან და ამერიკიდან, ახლა მოგზაურები გალფის ქვეყნებიდან და აზიიდან ჭარბობენ, რაც გიდებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის წინაშე ახალ გამოწვევებს აჩენს.

ნუცა ცქიმანური აღნიშნავს, რომ დასავლელი ტურისტების (ევროპა, ამერიკა) კლების მიზეზი ხშირად ქვეყნის პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება.

"ჩვენ ძალიან ვცდილობთ, დავარწმუნოთ ტურისტები, რომ ჯერ კიდევ უსაფრთხო ქვეყანა არის საქართველო და ღირს ამ ქვეყანაში მოგზაურობა, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება, ბევრი რაღაც დაუგეგმავად მოხდეს და ბევრ რამეს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, აფრთხობს იმ ხალხს, რომელიც ცდილობს, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოს, გათვალოს... ძირითადად საუბარი მაქვს 60+ ასაკის კულტურული ტურებით დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთანაც ვმუშაობ...

პირადად, მე, წელს, სეზონს არ ვუჩივი... საკმაოდ კარგი დატვირთვით ვიმუშავე, მაგრამ ადრე თუ დიდი ჯგუფები იყო - მაგალითად, 20-25-30 ადამიანი მყავდა ტურში, ახლა ძალიან პატარა, 10-12 ადამიანია და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი შედარებით ნაკლებად არის... ტურისტების ძირითადი ნაკადი დღეს მოდის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან (გალფის ქვეყნები), არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან, კორეიდან, ტაილანდიდან და ჩინეთიდან“, - გვიყვება გიდი.

მისივე თქმით, ტურისტული კონტინგენტის ცვლილებას თან ახლავს გამოწვევები. აზიელი და გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების უმეტესობა ინგლისურ ენაზე არ საუბრობს ან ძალიან ცუდად საუბრობს, რაც ადგილობრივი გიდების როლს და ქვეყნის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას ამცირებს.

„ტურისტების ეს სეგმენტი კულტურული პერიპეტიებით დიდად არ ინტერესდება - ერთი მხრივ, ენის ბარიერის გამო, ამიტომაც თავიანთი ტურლიდერი ჰყავთ და მეორეც, ძირითადად, „ფოტოგადაღების ტიპები“ არიან - ძალიან უყვართ ფოტოების და ვიდეოების გადაღება ბუნებაში და იმის იქით დიდად არ იწუხებენ თავს, რაც ქართული კულტურის, კულინარიისა და ისტორიის სიღრმისეულად გაცნობის საშუალებას არ იძლევა“, - ამბობს გიდი.

ამასთან, წერტილთან“ ინტერვიუში ნუცა ცქიმანაურმა კიდევ ერთი დაკვირვება გაგვიზიარა.

გალფის ქვეყნებიდან ტურისტები, ძირითადად ბავშვებიან ოჯახებს წარმოადგენენ და თუ ქვეყანა აპირებს, გააგრძელოს სპარსეთის ყურის სეგმენტთან მუშაობა, მაშინ უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა მორგებული მათ მოთხოვნებს და უნდა იყოს ადაპტირებული გარემო“, - აღნიშნა გიდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები