მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, ონკოპაციენტებისთვის მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობა არ იქნება - მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

13 დღე გავიდა, რაც ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს შეხვდა და 10-დღიანი ვადა ითხოვა, რომ პრობლემაში უკეთ გარკვეულიყო და გადაწყვეტილებები შემდეგ მიეღო, როგორ მოხდებოდა მათი პრობლემების გადაჭრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ხდება ამ მიმართულებით, მინისტრი ამბობს, რომ ცდილობენ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ.

„შეიძლება, ვერ შევძლო ინდივიდუალურად ყველა პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ამ საკითხებზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა. სამწუხაროდ, არ არის ისეთი საკითხები, რომელსაც შეიძლება პრიმიტიული გადაწყვეტილება მოეძებნოს, ვინაიდან კომპლექსური და რთულია. საკითხს მხოლოდ ცალმხრივად ვერ შევხედავთ, ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური გადაწყვეტილება, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები