მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს - აზარაშვილი რესპუბლიკურზე

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციით, უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა, სავარაუდოდ, დარჩება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი კონცეფციის მიხედვით და ახალი პროექტის მომზადებასთან ერთად ჩვენ გვექნება განხილვები კომპანიასთან, ვინც იქნება საერთაშორისო კომპანია შერჩეული პროექტირებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის, ხოლო ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა“, - თქვა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება, ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა დღეს აღნიშნა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

კითხვაზე, კითხვაზე, გააგრძელებს კლინიკა ფუნქციონირებას ამ სახით, როგორც არის, თუ შეწყვეტს მუშაობას, მინისტრი პასუხობს: „რამდენიმე თანმდევი პროცესია, როგორც შეთავაზებების ნაწილში, ასევე პროექტის ნაწილში. მოსამზადებელია როგორც კლინიკის პროექტი, ასევე დემონტაჟის.. კომპანია მოსაძებნია, მერე ყველაფერი შესათანხმებელი მერიასთან - ეს ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პროცედურები მიდის“.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები