მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას კომპანიებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს - "რედბერი"

რედბერი

ვწყვეტთ ისეთ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც შეუფარავად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს, - ამის შესახებ სარეკლამო კომპანია "რედბერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს საფრთხე ემუქრება, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება პრინციპული ნაბიჯების გადადგმა.

იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ, სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის, საკუთარი შვილებისა და თანამებრძოლებისთვის თვალის გასწორების არ შეგვრცხვეს და ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, გუნდში ერთხმად შევთანხმდით, რომ ვწყვეტთ ისეთ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც შეუფარავად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს.

ცხადია, ასეთი სახის გადაწყვეტილება "რედბერისთვის" გარკვეულ ფინანსურ გამოწვევებს უკავშირდება, თუმცა გვჯერა, რომ სწორი მორალური პოზიცია ყველას მოგვიტანს გამარჯვებას.აბსურდია, ყოველ საღამოს აპროტესტებდე, საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ფასად იცავდე ქვეყნის თავისუფლებას და მეორე დღეს სამსახურში დაბრუნებული, ემსახურებოდე კომპანიებს, რომელთათვისაც ფინანსური სარგებელი ქვეყნის კეთილდღეობაზე წინ დგას", - წერია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები