სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა, რამაც სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისების გაუქმება გამოიწვია.
უცხოური მედიის ცნობით, ფერფლით დაფარული ქუჩების გამო, ქალაქში მოტოციკლეტებით და ველოსიპედებით გადაადგილება ორი დღით აიკრძალა. გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის მიზეზით კი ავტომობილების მძღოლებს არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ეკრძალებათ. შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება კატანიის მერმა ენრიკო ტრაანტინომ მიიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანი კვირას ამოქმედდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.
3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში.