მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვუთხარი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ" - ჯო უილსონი ტრამპს შეხვდა

ტრამპი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შეხვდა.

უილსონი წერს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის კორუფციული სქემების შესახებ ესაუბრა.

„დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ. მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი X-ზე.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში 10 იანვარს დაარეგისტრირეს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები