მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქციროს. ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პოსტს აზიარებს, რომლის თანახმადაც, UK-ის შემთხვევაში, სანქციებში ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია მოჰყვება.

“მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი! მადლობელი ვარ ვიყო კონგრესის დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე,” - წერს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, 14 დეპუტატის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილია წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები