მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვვარაუდობდით, რომ 30-ზე მეტი მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ჩვენი პროგნოზი ასრულდება - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის "დამხობის აქციაში" მონაწილე მოძალადეები მკაცრად დაისჯებიან.

"ვვარაუდობდით, რომ 30-ზე მეტი მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ჩვენი პროგნოზი ასრულდება" - თქვა ირაკლი კობახიძემ "ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დღეს ძალადობაში ჩართული ადამიანების იდენტიფიცირების ბევრად მეტი რესურსი აქვს ხელისუფლებას, ვიდრე თუნდაც სამი თვის წინ ჰქონდათ.

"ძალადობაში მონაწილე უკლებლივ ყველა [მოქალაქე] არის დამხობის მცდელობის ამსრულებელი და ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში და ამას ბევრი დღე არ დასჭირდება", - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციითვე, დღევანდელ აქციაზე დაპირისპირების გამო, კლინიკაში გადაყვანა 15 პოლიციელს და 6 მომიტინგეს დასჭირდა.

"კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები