მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვვარაუდობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შემცირებას - ბუცხრიკიძე

63a29d7924c54
თათია ჩაფიჩაძე
21.12.22 10:15
571
თიბისი ბანკის პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი შემცირებას გაზაფხულზე დაიწყებს და 2023 წლის ბოლოსთვის 9%-იან ნიშნულამდე შემცირდება, - ეს განცხადება BMG-თან ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააკეთა. რაც შეეხება 2022 წლის შეჯამებას, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ წელი მთლიანად საბანკო სექტორისთვის წარმატებული იყო.

„თიბისის მოლოდინია, რომ დაახლოებით გაზაფხულის მეორე ნახევრიდან უფრო მეტად დაიწყებს ინფლაცია შემცირებას, აქედან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთიც დაიწყებს შემცირებას და წლის ბოლოსთვის ალბათ 9%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.

საბანკო სექტორი დამოკიდებულია ეკონომიკაზე, ეკონომიკა მიმდინარე წელს საკმაოდ გაიზარდა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 2022 წელი შეიძლება შეფასებული იყოს როგორც საკმაოდ წარმატებულ წლად მთლიანად საბანკო სექტორისთვის“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

დღეს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გუშინდელი განცხადების მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ განიხილება, პირიქით არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სხდომაზე გაზარდოს კიდეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები