მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VW-ი მუშაობას ანახლებს - კომპანია პირველ კვირას 1,400 მანქანის წარმოებას გეგმავს

5ea6bd59e6d3b
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 21:40
1139
გაყიდვების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოკონცერნი VW (Volkswagen) ვოლფსბურგის (გერმანია) ქარხანაში სამუშაო პროცესს ანახლებს, მას შემდეგ რაც კორონავირუსით ინფიცირების სიხშირე კლებულობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მუშაობის რეჟიმს უბრუნდება. გერმანიამ უკვე განაცხადა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

მიმდინარე კვირას, Volkswagen Group-ში შემავალი Skoda, Audi, Bentley, Porsche და Seat-ი წარმოებას ასევე განაახლებენ პორტუგალიაში, ესპანეთში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში , ჩეხეთში და სამხრეთ ამერიკაში. ამით Volkswagen Group-ი ცდილობს მისი კონკურენტი Renault-ს, Peugeot-ს და FiatChrysler-ის ნაბიჯები გაიმეოროს. 

გამოცემის ცნობით, FiatChrysler დღეიდან გეგმავს 7 ქარხნის გახსნას იტალიაში და წარმოების 70-80%-ით აღდგენას.

აღსანიშნავია, რომ მუშაობა უკვე განაახლა Hyundai Motor-მა, მას შემდეგ რაც კორონავირუსის შემთხვევების ნაკლები რაოდენობა ფიქსირდება სამხრეთ კორეაში.

გამოცემის მიხედვით, დღეიდან ვოლფსბურგის ქარხანაში VW-ის 8,000 თანამშრომელი დაუბრუნდება სამსახურს და მიმდინარე კვირის განმავლობაში 1,400 მანქანის წარმოება იგეგმება, ხოლო 2 კვირიან შუალედში წარმოების გაზრდას 6,000 მანქანამდე გეგმავენ. ქარხნის წარმადობა თავდაპირველად 10-15% იქნება, და ერთ კვირაში კომპანია მის გაზრდას 40%-ით გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, ქარხანა ზედმიწევნით უზრუნველყოფს თანამშრომელთა შორის სოციალური დისტანცირების და კორონავირუსის გამო დაწესებული ჰიგიენური ნორმების დაცვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები