მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

VW-ის მფლობელი Porsche წელს €20-მილიარდიან ზარალს პროგნოზირებს

Porsche

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კონსორციუმის, გერმანული Volkswagen Group-ის უდიდესი აქციონერი, აგრეთვე გერმანული Porsche, რომელსაც კომპანიის დამფუძნებლის, ფერდინანდ პორშეს ოჯახი მართავს, მიმდინარე წელს €20-მილიარდიან ზარალს პროგნოზირებს.

ჰოლდინგური კომპანიის განცხადებით, ფინანსური მაჩვენებლების შესუსტებას, დიდწილად, VW-ის თავს არსებული გაურკვევლობა და პროფკავშირებთან მიმდინარე მოლაპარაკებები განაპირობებს, რომლებიც, თანამშრომელთა სახელით, ხელფასების ზრდას მოითხოვენ.

გასული წლის სრულ ფინანსურ ანგარიშს Porsche მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, მაგრამ პროგნოზის თანახმად, Volkswagen-ის მიმართულებით კომპანია €19.9 მილიარდით იზარალებს, თავად Porsche-ს შემთხვევაში კი ზარალი €3.4 მილიარდი იქნება. რეალური შედეგი, შესაძლოა, პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს.

Porsche SE, რომლის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, ჰოლდინგური კომპანიაა, რომლის საკუთრებაში Volkswagen Group-ის 31.9%-იან და თავად Porsche-ს 12.5%-იან წილს ვხვდებით. დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $12.6 მილიარდია. კომპანიის ერთი აქცია ამჟამად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები