მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვწუხვარ, რომ ეს ცვლილებები ნაჩქარევად, კონსულტაციის გარეშე მოხდა - დეგნანი სებ-ის კანონზე

63fc8865c5cd6
მარიამ ვარადაშვილი
27.02.23 14:44
3431
საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ ის მმართველმა პარტიამ ყოველგვარი განხილვის გარეშე, დაჩქარებულად მიიღო. ამას გარდა, დეგნანი ფიქრობს, რომ ცვლილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

“არაფერია ცენტრალური ბანკის სანდოობასა და დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმებით IMF-ისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს, რომ ცვლილებები საჭირო არ არის ბანკის ფუნქციისთვის, მაშინ როცა სებ-ში ასეთი გუნდია. სავალუტო ფონდს აქვს კითხვები, რა არის ამ ცვლილებების ნამდვილი მიზნები. როცა გყავს ჯგუფი, რომელიც ასე კარგად მუშაობს და ვნახეთ მონაცემები და სტატისტიკური მაჩვენებლები, რატომ ცვლი ჯგუფს, რომელიც აქ მუშაობს?! რატომ ცვლი სტრუქტურას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანია და პანდემიის, რუსული ფულის შემოდინებისა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა სტაბილური და მზარდია?. ეს ის დროა, როცა გჭირდება დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი. აქედან გამომდინარე, ვწუხვარ, რომ ეს ცვლილებები ნაჩქარევად, კონსულტაციის გარეშე მოხდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ვიმეორებ, ასეთ ტურბულენტურ პერიოდში ბანკის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია”, - აცხადებს დეგნანი.

ცნობისთვის, 9 თებერვალს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მმართველი პარტიის წევრების მიერ ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი. ახალი კანონით იცვლება სებ-ის მმართველი სტრუქტურა. „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს 23 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

"არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ზურაბიშვილის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები