მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვხედავთ საფრთხეს, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დავიკეტებით“ - ლევან ქოქიაშვილი

616da1e869801
თათია ჩაფიჩაძე
19.10.21 00:30
662
გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი აცხადებს, რომ სექტორს არჩევნების შემდეგ დახურვის მოლოდინი აქვს, რის გამოც ხელისუფლებას ერთიანი რეგულაციის შემოღებას კიდევ ერთხელ სთხოვს.

როგორც bm.ge-თან ქოქიაშვილმა განაცხადა, სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებს საკუთარ თავზე აღებას საზოგადოებაში არსებული შეხედულებების გამო უფრთხის.

„უკვე მეხუთე ტალღაა და ვხედავთ საფრთხეს, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დავიკეტებით. ეს საფრთხე რომ არ იყოს, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ მოხდეს რეგულაციების დაწესება.

მხოლოდ კერძო სექტორი ვერაფერს ვერ შეძლებს, ვაქცინაცია ვერ ხდება, როდესაც სახელმწიფო მოუწოდებს და როცა 5-6 ორგანიზაცია გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს საკმარისი არ იქნება. ეს ვალდებულება უნდა ჰქონდეს ყველა ორგანიზაციას, ვინც საზოგადოებრივ ადგილებში მუშაობს და ბიზნესი აქვს. უნდა შევძლოთ რომ სახელმწიფოსთან ერთად გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ მსხვილი ორგანიზაციები ჩვენს სექტორში ერიდებიან ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, ეს არის რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვადასხვაგვარი თვალსაზრისიდან გამომდინარე.

უნდა იყოს ერთი წესი, უნდა შემოდიოდნენ ადამიანები კვების დაწესებულებებში ან კოვიდ პასპორტის ან PCR ტესტის საფუძველზე, მთელმა მსოფლიომ ასეთი გადაწყვეტა მოიფიქრა და ჩვენც უნდა მივიღოთ ეს. უნდა არსებობდეს შემუშავებული გეგმა რომ მაგალითად 4%-ზე რა იკეტება, რა ხდება 6%-ზე, რა ხდება 8%-ზე, უნდა ვიცოდეთ რომ პირობითად 8%-ზე იკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ ვამბობთ რომ მენეჯმენტი უნდა არსებობდეს სახელმწიფოსგან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კვების დაწესებულებებმა იგრძნოს სტაბილურობა, ჩვენ ვართ არასტაბილურ სიტუაციაში და გადავიქეცით პენსიონერებისთვის დასასვეnებელ ქვეყნად, არავის უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა და ეს თუ კიდევ გაგრძელდა, არ ვიცი რა შედეგით დასრულდება", - აცხადებს ქოქიაშვილი.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს არ განიხილავს, თუმცა მიესალმება კომპანიების გადაწყვეტილებას, თუ ისინი აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ.

“მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიჰყვება ე.წ ირიბი იძულების მეთოდების შემოღებას. რესტორნებში, სასტუმროებსა და შოპინგ მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან. თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, 60%-70%-ია და ეს შედარებით უმტკივნეულოდ ხდება იქ. ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა პირადად მე მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი. საკუთარი გადაწყვეტილებით, უფლება აქვთ, ობიექტის შიგნით გარკვეული რეგულაციები შემოიღონ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ განვიხილავთ", - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები