მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წაახალისებს თუ არა “CFD მოდელი” ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას?

BM.GE
11.01.23 11:29
480
მთავრობის მორიგ დარგის მხარდამჭერ სქემაზე საუბრით ვაგრძელებთ ეთერს, რის ამოქმედებასაც ენერგეტიკის სექტორი დღემდე ელის. დაანონსების მიუხედავად ე.წ CFD მოდელის ფარგლებში ჯერ კონკრეტულ სიმძლავრეზე მთავრობას აუქციონები არ გამოუცხადებია. სწორედ კონკრეტულ სიმძლავრეზე აუქციონის წესით გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას მთავრობა და თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა დადგინდება, სახელმწიფო კომპანიებს ამ სხვაობას დაუფარავს. საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება. ამ სხვაობას სახელმწიფო დეველოპერებს პროექტების ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 წლის განმავლობაში გადაუხდის. 


სიეფდი მექანიზმით მხარდამჭერი პერიოდი მზის, ქარის, ჰიდროს და სხვა განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის განსხვავებულია. კონკრეტულად ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში მთავრობა გეგმავს, რომ 250 მეგავატ სიმძლავრეზე გამოაცხადოს აუქციონები. მხარდაჭერის პერიოდი კი 9 თვე იმოქმედებს, აგვისტოდან აპრილის ჩათვლით პერიოდში. პროექტის განხორციელების ვადები მთავრობამ ქარის ელექტროსადგურებისთვის 4 წლით განსაზღვრა. მოსწონს თუ არა სექტორს დარგის წახალისების არსებული მოდელი და რა კითხვები და შენიშვნები არსებობს ამ დროისთვის?

სტუმარი: თორნიკე ბახტურიძე - კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები