მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Waime Spices-მა სანელებლების ბრენდული მაღაზია გახსნა - კომპანიის გეგმები

619ba64dbfb2e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.21 22:20
1684
სანელებლების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია Waime Spices-მა 9 000 დოლარის ინვესტიციით „ბაზარი ორბელიანზე“ ბრენდული მაღაზია გახსნა და 4 სამუშაო ადგილი შექმნა.

ერთ სივრცეში გაერთიანებული ქართული და უცხოური წარმოების 60-მდე დასახელების სანელებლის ყიდვა მომხმარებელს 16 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მაღაზიაში შეეძლება, სადაც კონცეპტუალურად განსხვავებულ სავაჭრო სივრცეში მომსახურებას ახალი მიდგომებით მიიღებს.

BM.GE-სთან საუბრისას Waime Spices-ის დამფუძნებელი გიორგი გოგია აცხადებს, რომ დღეს მათი მაღაზია გასტრონომიის მიმართულებით, მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზებას აპირებს.

„გვინდა,  ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გასტრონომიული კუთხით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ da ის იშვიათი სანელებლები, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. შესაბამისად, მადაგასკარიდან ბურბონის ვანილი შემოვიტანეთ, ასევე ცეილონის დარიჩინი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე აქამდე არ იყიდებოდა; შებოლილი მარილი, რომელიც სკანდინავიური საკმაზია; შებოლილი პაპრიკა და ბევრი იშვიათი და საინტერესო სანელებელი გვექნება, რაც ადგილობრივ შეფმზარეულებს, სარესტორნო ინდუსტრიას და უბრალოდ, მომხმარებელს განსხვავებული გემოების განშლის საშუალებას მისცემს“, - ამბობს გიორგი გოგია.



როგორც ცნობილია, ახალი კონცეფციის განახლებული „ბაზარი ორბელიანი“ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და ის ადგილობრივ წარმოებებსა და ფერმერულ მეურნეობებს თავისი პროდუქტის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. გიორგი გოგია აღნიშნავს, რომ დღეისთვის ამ სივრცეში გახსნილი Waime Spices-ის ბრენდული მაღაზიის მიმართ ინტერესი უკვე არის და გამოცდილების მიღების შემდეგ კომპანია სამომავლოდ სანელებლების მაღაზიების ქსელის შექმნას გეგმავს.

“პროექტი თუ გაამართლებს, Waime Spices-ის მაღაზიების ქსელის გაკეთება იგეგმება. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ გაყიდვების სტატისტიკის ანალიზის შედეგად დეტალები ზუსტად გვეცოდინება“, - აღნიშნა Waime Spices-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები