მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

5f1d38d23c125
თელარა გელანტია
26.07.20 11:59
2443
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.

„გაოგნებული ვარ. დღეს მე და თემურ ღვინჯილია თბილისში უნდა ვყოფილიყავით საქმიან შეხვედრაზე. მე გუშინ მომიწია წალენჯიხიდან წამოსვლა. დაკავების ზუსტი მიზეზი არ ვიცი. ამბობენ, რომ მანქანაში უაქციზო სიგარეტები აღმოუჩინეს. მანქანა დალუქულია“, - აცხადებს ღვინჯილია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ე.წ. უაქციზო სიგარეტის გასაღებას ედავებიან, რომელიც სამეგრელოში აფხაზეთის გავლით შემოაქვთ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს ერთ-ერთი თანამშრომელიც.

ცნობისთვისთვის: სამართალდამცავ ორგანოებს, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუვრცელებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები