მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი Paramount-თან ერთად სტრიმინგ-სერვისების ბაზარზე შედის | ბირჟაზე აქციები იზრდება

62fcc6a6ca54f
გიორგი თოლორდავა
17.08.22 17:00
1977
მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღებას ცენტრში აშშ-ის მასშტაბით სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელია - კომპანია Walmart-ი კინოსტუდია Paramount Pictures-თან თანამშრომლობით სტრიმინგ-სერვისების ბაზარზე შედის.

ამერიკულ გიგანტს ფილმებისა და სერიალების სტრიმინგის შეთავაზება იმ მომხმარებლებისთვის სურს, რომლებიც კომპანიის ყოველთვიური გამოწერის სერვისს - Walmart Plus-ს ფლობენ. ცნობისთვის, აღნიშნული სერვისის მომხმარებლები იღებენ სპეციალურ ფასდაკლებებს როგორც შეკვეთებზე, ასევე მიტანის სერვისზეც და თან, მას თან მოჰყვება Spotify-ის გამოწერის ექვსთვიანი პრემიუმ-პაკეტიც.

Walmart Plus-ის ღირებულება 12.95 დოლარს შეადგენს, მისი ერთწლიანი აბონემენტის ფასი კი 98 დოლარია. ზემოხსენებული თანამშრომლობის პირობებში, Walmart Plus-ის გამომწერები უფასოდ ისარგებლებენ Paramount Plus-ით, რომლის ღირებულებაც 4.99 დოლარია და მისი საშუალებით გამომწერები წვდომას იღებენ Paramount-ის მრავალფეროვან პორტფელთან, რომელიც მოიცავს: Nickelodeon-ს, Comedy Central-ს და UEFA Champions League-ს.

Walmart-ის მიზანი კომპანია Amazon-თან და მის გამოწერის სერვისთან, Prime-თან კონკურენციის გაწევაა. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით Walmart-ს 265 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის 2 მილიონამდე თანამშრომელს ასაქმებს. მომხმარებელთა ასეთი ფართო ბაზა კომპანიის ხელმძღვანელობას აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ყოველთვიური გამოწერის სერვისით სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლიანობის ზრდას გამოიწვევს.

ბუნებრივია, Paramount-თან თანამშრომლობის სიახლე ინვესტორებმა უაღრესად დადებითად მიიღეს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Walmart-ის აქციების ღირებულება 5.11%-ით გაიზარდა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $382-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები