მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Warner Bros "ჰარი პოტერის" სერიალის გადასაღებად "მინი ქალაქს" ააშენებს - ინვესტიცია £1 მილიარდი

harry potter

"HBO ჰარი პოტერის მაგიურ სამყაროს ტელეეკრანებზე აბრუნებს. ახალი ადაპტაციის გადასაღებად კი Warner Bros. ახალ, მთლიანად ფუნქციურ მინი ქალაქს ჰერტფორდშირში მოქმედ სტუდია Leavesden Studios-ში ააშენებს და ამისთვის 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის", - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ახალი გადასაღები მოედანი "ჰარი პოტერის" ახალი სერიალის რამდენიმე სეზონის გადასაღებად გამოიყენება. სტუდიაში როგორც ახალი გზები, ასევე მრავალსართულიანი შენობები და საპარკინგე სივრცეები მოეწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, Warner Bros. სერიალის მცირეწლოვანი მსახიობებისთვის გადასაღებ მოედანზე სასკოლო დაწესებულებასაც გახსნის, სხვადასხვა სცენაში მონაწილე ცხოველებისთვის კი ვეტერინარული სივრცეც მოეწყობა. The Sun-თან საუბარში ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, რომ მოეწყობა "პატარა მეტროპოლისი, რომელიც არა მხოლოდ შოუსთვის იქნება ფონი, არამედ მსახიობებისა და გუნდისთვის საჭირო დაწესებულებებსაც მოიცავს".

ჯოან როულინგის საკულტო წიგნის, "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"-ს გამოშვებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, HBO-მ მაგიური სამყაროს ახალი ადაპტაცია, სატელევიზიო სერიალი დააანონსა. ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი შვიდი წიგნი შვიდ სეზონად იქცევა. სერიალის გადაღებები 2025 წლის ზაფხულში დაიწყება და HBO Max-ზე 2026 წელს გამოვა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს სამი მთავარი გმირის - ჰარის, რონისა და ჰერმიონის - როლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები