მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Warner Bros კინოსტუდიის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში “ბარბიმ” “ჰარი პოტერი” ჩაანაცვლა

ბარბი პოტერი

გრეტა გერვიგის “ბარბიმ” 28 აგვისტოს შემოსავლებით Warner Bros. კინოსტუდიის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმს - “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2” - გადაუსწრო და სიის სათავეში მოექცა. 

27 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც Forbes-ს კინოსტუდიამ თავად წარუდგინა, “ბარბის” შემოსავალი მსოფლიო მასშტაბით $1.34 მილიარდი იყო, რითაც სულ მცირედით ჩამოუვარდებოდა “ჰარი პოტერის” სერიების ბოლო ფილმს, რომელმაც გლობალურად $1.342 მილიარდი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” Warner Bros.-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტულს 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

ნავარაუდებია, "ბარბისთვის" შემდეგი მიღწევა ქალი რეჟისორების ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის პირველი ადგილია, რომელიც, ამჟამად, $1.43 მილიარდიანი მოგებით Frozen II-ს უჭირავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები