ამერიკის შეერთებული შტატების გართობის ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება ჩაიშალა. საუბარია Warner Bros. Discovery-ის მიერ Paramount-ის შესყიდვაზე, რაზედაც კომპანიები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამერიკული CNBC-ის ინფორმაციით, Paramount Global-ის ხელმძღვანელობას კომპანიის ნაწილობრივად ან სრულად გასხვისება მაინც სურთ, რის გამოც კომპანია სრულ ფინანსურ აუდიტს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ორივე ამ კომპანიას, რომლებიც სატელევიზიო პროდუქტებთან ერთად სტრიმინგ-პლატფორმებსაც ფლობენ, ბოლო დროს, არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვთ. Warner Bros. Discovery-ის აქციების ღირებულება, ბოლო პერიოდში, 10%-ით შემცირდა, რაც პროგნოზირებულზე უარესი ფინანსური შედეგების დაფიქსირებას უკავშირდება. 52-კვირიან მინიმუმთან ახლოს ივაჭრება Paramount Global-ის აქციებიც.