მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Warner Brothers-ი Paramount-ის $108.4-მილიარდიან შეთავაზებაზე უარის თქმას გეგმავს - Reuters

ვორნერი

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტი, Warner Brothers Disocvery დევიდ ელისონის კინო-კომპანია Paramount Discovery-ს $108.4-მილიარდიან შეთავაზებაზე უარის თქმას გეგმავს.

როგორც Reuters-ის წერს, არსებობს უარის თქმის სამი ძირითადი მიზეზი. მათ შორის პირველი - კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხედვაა. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ Paramount-ის ინტერესები კინოინდუსტრიის განვითარების მიზნებს მნიშვნელოვნად სცდება და პოლიტიკურ სახეს იღებს, რაც პერსპექტივაში სწორედ WBD-ს დააზიანებს. ამასთან, Netflix-ს აქვს კონკრეტული გეგმები, თუ რა კუთხით აპირებს კინოსტუდიის შესაძლებლობების გამოყენებას, რა მხრივაც დევიდ ელისონის შეთავაზებას სერიოზული პრობლემები აქვს. მესამე მიზეზი, რომელზეც Reuters-ი საუბრობს Paramount-ის შემოთავაზების ფინანსური ნაწილია. მას შემდეგ, რაც ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Affinity Partners-მა პროცესიდან გასვლა გადაწყვიტა, ინვესტორებს გაუჩნდათ განცდა, რომ Paramount-ს დაპირებული $108.4 მილიარდის გადახდა არ შეეძლება.

ცნობისთვის, მულტიმილიარდერ ლარი ელისონის შვილმა, დევიდ ელისონმა Warner Brothers Discovery-ს შეძენის და, შესაბამისად, Netflix-თან გაფორმებული შეთანხმების ჩაშლის სურვილი გასული კვირის დასაწყისში გააჟღერა. თუ ინვესტორები მის ინიციატივას დათანხმდებოდნენ, მაშინ ისინი თითო აქციისთვის $30 დოლარს ქეშად მიიღებდნენ. PD-ს შეთავაზებას ზურგს არამარტო ჯარედ კუშნერის კომპანია, არამედ ელისონების ოჯახის ფონდი, ასევე Bank of America და ახლო აღმოსავლეთის საინვესტიციო კომპანიებიც უმაგრებდნენ ზურგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები