მშენებლობა ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან ერთად საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ნაგებობების შენებას მოიცავს. მშენებლობის სექტორში წინსვლას შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკური ბუმი გამოიწვიოს და პირიქით, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მშენებლობის სექტორიც სწრაფად იზრდება.
სამშენებლო სექტორში ქალები წარმოადგენენ მზარდ ძალას, რომლებსაც შეაქვთ საკმაო კონტრიბუცია, მრავალფეროვნება და ინოვაცია ინდუსტრიაში, სადაც ტრადიციულად დომინირებენ მამაკაცები. ქალები სამშენებლო სექტორში ისტორიულად ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა მათი ჩართულობა სტაბილურად მზარდია, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა ინდუსტრიის ლანდშაფტში. ბევრ ქვეყანაში ქალები შეადგენენ სამშენებლო სამუშაო ძალის დაახლოებით 9% - 11%-. პროექტების მენეჯმენტიდან დაწყებული ინჟინერიითა და სხვადასხვა სამშენებლო პროფესიებში ჩართულობით, ქალები არღვევენ ბარიერებს და შეაქვთ ეფექტური წვლილი სექტორის განვითარებაში.
მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა სტერეოტიპები და ჩართულობის ნაკლებობა, მათი უნარები, მონდომება და გამოცდილება ცვლის სამშენებლო სექტორს. ბევრ დადებით ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანია რომ ქალთა ჩართულობა აღნიშნულ სექტორში ეხმარება კომპანიებს მომხმარებლებს მათზე მორგებული მომსახურება და სერვისიც შესთავაზონ.
სტუმრები: რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი;
ელენე კვანტრიშვილი - “დომუსის” ადამიანური კაპიტალის მართვის სამსახურის უფროსი;
თათა ქაფიანიძე - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომუნიკაციების მენეჯერი;