მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

waymo

Google-ის მფლობელი Alphabet-ის კუთვნილმა კომპანია Waymo-მ აშშ-ის ავტომაგისტრალებზე რობოტაქსების მოძრაობა დროებით შეაჩერა.

როგორც ირკვევა, კომპანიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც კალიფორნიის მარეგულირებელმა ორგანომ შტატის ჩქაროსნულ გზებზე ამ ავტომობილების გადაადგილება აკრძალა.

Waymo-ს წარმომადგენლის განცხადებით, მუშაობის შესაფასებლად კომპანიამ ავტომაგისტრალებზე რეისები სხვა საოპერაციო ბაზრებზეც დროებით შეზღუდა.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას ამოქმედებული აკრძალვის მიზეზი გახდა ინციდენტების სერია, რომელთა დროსაც Waymo-ს რობოტაქსები აქტიურ სამშენებლო ზონებში თავისით შევიდნენ. კალიფორნიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტის განცხადებით, უწყებამ დაადგინა, რომ Waymo-ს უპილოტო ავტომობილების მოძრაობა ავტომაგისტრალებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის "მყისიერ საფრთხეს ქმნის".

მარეგულირებლის განმარტებით, შეზღუდვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ კომპანია ხარვეზების აღმოსაფხვრელად ეფექტიანი მაკორექტირებელი ზომების გატარებას ვერ შეძლებს. თავის მხრივ, კომპანიაში აღნიშნეს, რომ ავტომაგისტრალებზე მოძრაობის აღსადგენად კალიფორნიის მარეგულირებელთან და სხვა შტატების ოფიციალურ პირებთან უკვე აქტიურად მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები