მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კონფერენციის, Web Summit-ის დირექტორი, პედი კოსგრეივი, რომელიც კონფერენციის დამფუძნებელიცაა, თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება კოსგრეივმა მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის მიმართ გამოთქმულ მის მოსაზრებას ტექნოლოგიური კომპანიების კრიტიკა მოჰყვა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენების გამო, პორტუგალიაში გასამართ ტექნოლოგიურ კონფერენციაში მონაწილეობა Google-ის, Meta-ს, Intel-ისა და Siemens-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რაც სამიტისტვის სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს ნიშნავს.
“ჩემი კომენტარები, სამწუხაროდ, დამაზიანებელი აღმოჩნდა ღონისძიებისთვის, ჩვენი გუნდისთვის, სპონსორებისთვის, სტარტაპებისა და დამსწრეთათვის”, - განაცხადა ირლანდიელმა ანტრეპრენიორმა და ბოდიშიც მოიხადა.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი სამიტი მაინც ჩატარდება, ხოლო ახალ დირექტორს კომპანია უმოკლეს ვადაში დანიშნავს. შეგახსენებთ, რომ Web Summit-ი სწორედ ის კონფერენციაა, რომლის მიერ მოწყობილ სტარტაპ-კონკურსზე, შარშან, ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა, Theneo-მ გაიმარჯვა.