Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2021 წლის 20 ნომინაციაში გამარჯვებულები დღეს, 19 დეკემბერს გამოცხადდებიან.
წლევანდელი ღონისძიების ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, და ის პანდემიის გამო დისტანციურად და პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ის გადაცემა Weekend-ში გავა.
„წლის შუა რიცხვებში მივხვდით, რომ ოსკარის ტიპის ცერემონიის გამართვის საშუალება არ მოგვეცემა, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს ვმართავთ და ეს უკვე ტრადიციად იქცა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავაჯილდოოთ პროექტის მონაწილეები და გაგვიჩნდა იდეა TV Live Awarding-ის ვერსიის შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაზარდოს მაყურებლის აუდიტორია, რადგან ყველას შეუძლია შეუერთდეს ცერემონიას ტელეეკრანებთან“, - აღნიშნა პროექტის დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ.
Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წახალისება, კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საუკეთესო საშუალებაა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატებული საქმიანობის აღიარების, დაფასების და მოტივაციისთვის.
პროექტს მხარს უჭერენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის BDO Georgia-ს დამოუკიდებელი აუდიტორი. პროექტს მხარს უჭერს კერძო სექტორი: ოფიციალური სპონსორი - წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში Alliance Group, საქართველოს ბანკი, Domson's Engineering & Construction, წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, Printarea, Zigie - გერმანული კომპანიების LIEBHERR და MIELE ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. საქართველო, Julius Meinl - Julius Meinl-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ACIC - წამყვანი კომპანია აუდიტისა და კონსულტაციის სფეროში. პროექტის ტექნიკური მხარდამჭერია კომპანია „KREBA“.




























