ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მმართველი პარტნიორს მაია სიდამონიძის განცხადებით, მომავალ წლებში, "Welcome to Georgia-ს მოდერნიზება და ტრანსფორმაცია იგეგმება“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც Welcome to Georgia-2025-ზეც ისაუბრა.
Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ის უკრაინელმა მარინა ჩაიკამ დააფუძნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა, ბრენდი მაია სიდამონიძემ შეიძინა და მე-10 საიუბილეო დააჯილდოვება ჩაატარა.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა ისიც, რომ წელს, პირველად, პროექტი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა, რაც მაია სიდამონიძისთვის ინდუსტრიის დამოუკიდებლობის ნიშნად მიიჩნევა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იყო, Welcome to Georgia-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, კერძო სექტორის გაერთიანების შედეგად პროექტი წარმატებულად ჩატარდა.
„რაც შეეხება გეგმებს, Welcome to Georgia მომავალ წლებში მხოლოდ დაჯილდოების ფორმატით აღარ შემოიფარგლება - იგეგმება პროექტის მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია. პლატფორმა გადაიქცევა ცოდნის გაზიარებისა და ტურიზმის განვითარების ფორუმად. დაგეგმილია პანელური დისკუსიები, უცხოელი სპიკერების მოწვევა და ტრენინგები, რომლებიც ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებას კიდევ უფრო განავითარებს“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.
ცნობისთვის: Welcome to Georgia-ს 2025 წლის ფარგლებში, 35 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
სპეციალური კატეგორიები:
- წლის ქალები ტურიზმში: ელენე ოთარაშვილი
- წლის ტექნოლოგიური ინოვაცია ტურიზმში: იკონსული
- წლის მდგრადი ბიზნესი ტურიზმში: სვერის სათავგადასავლო ბანაკი
- წლის უძრავი ქონების პროექტი მასპინძლობის ინდუსტრიაში: ამბასადორი აილენდ ბათუმი
გამოცდილებები და ტურისტული ბიზნესი:
- წლის გამყვანი ტურისტული კომპანია: Matare.ge
- წლის შემომყვანი ტურისტულიკომპანია: Georgian Holidays
- წლის სახმელეთო ტრანსპორტის პროვაიდერი კომპანია: ჰერცი
- წლის დიემსი: Kazin DMC
- წლის მაის ტურიზმის გამოცდილება: კალიფსო თრეველ & ივენთი
- წლის ღვინის ტურიზმის გამოცდილება: გიუაანი მეღვინეობა
- წლის ავთენტური ადგილობრივი გამოცდილება: რძლები
- წლის ველნეს ტურიზმის გამოცდილება: ბიოლი ველნეს ცენტრი
გასტრონომია:
- წლის ტრადიციული ქართული რესტორანი: ეთნოგრაფი
- წლის კონცეფტუალური რესტორანი: თეატრი, წისქვილი ჯგუფისგან
- წლის დიზაინრესტორანი: Chicos
- წლის ქეჟუალ დაინინგი: საჭაშნიკე
- წლის ფერმიდან სუფრამდე რესტორანი: რეზერვი
- წლის ღვინისა და კერძის გამოცდილება: შატო მუხრანი
- წლის მიქსოლოგიური კოქტეილბარი: Weather Report Sky Bar
- წლის ფაინ დაინინგი: ბარბარესთან
- წლის ქართული რესტორანი საზღვარგარეთ: Qartuli Authentic Georgian
- წლის ქართული გემო: წისქვილი, წისქვილი ჯგუფისგან
მასპინძლობის ინდუსტრია:
- წლის ტალანტების განვითარება: Wyndham Grand Tbilisi
- წლის საუკეთესო მომსახურება: ბარბარესთან
- წლის მაის ღონისძიებების ადგილი: პულმან თბილისი აქსისთაუერსი
- წლის აპარტ სასტუმრო: Apart.in Georgia
- წლის გამორჩეული ეკონომ კლასის განთავსება: ibis Styles Old Tbilisi
- წლის გამორჩეული საშუალო კლასის განთავსება: Clocks Hotel Tbilisi
- წლის პრემიუმ განთავსება: სვისსოტელ თბილისი
- წლის გამორჩეული სამთო განთავსება: გუდაური ლოჯი
- წლის გამორჩეული საზღვაო განთავსება: დრიმლენდ ოაზისი
- წლის კონცეპტუალური სასტუმრო: სასტუმრო ქარვასლა
- წლის დიზაინ სასტუმრო: აფიშა
- წლის ბუტიკ სასტუმრო: სასტუმრო „სტროფი“
- წლის გამორჩეული რეზორტი: ლოპოტა სპა რეზორტი




























