მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ევროპის ბაზრებზე ექსპორტს 35%-მდე გავზრდით - „ბადაგონი“

64398c218bd5a
ალა ისპირიანი
14.04.23 21:35
812
„წელს ევროპის ბაზრებზე ექსპორტს 35%-მდე გავზრდით,“ - ამის შესახებ "ბადაგონი"-ს დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ BMGTV-ის გადაცემა „ საქმიან დილაში“ განაცხადა. 

მისი თქმით, 2022 წელს საერთო გაყიდვების წილი 27% იყო, 2023 წელს კი აღნიშნული რიცხვის 35%-მდე ზრდა იგეგმება.

„ბადაგონი მსოფლიოს მასშტაბით 32 ქვეყანაში ოპერირებს. უზბეკეთთან და თურქმენეთთან მძლავრი მძლავრი გადატვირთვები წელს დავიწყეთ. გვაქვს ასევე ინდოეთის და ბაჰრეინის ბაზრები.

რუსეთის ბაზარზე ჩვენი წილი იგივე რაოდენობითაა შენარჩუნებული, თუმცა ტენდენციაა სხვა და სხვა ბაზრების განვითარებაა, მაგალითად პოლონეთის ბაზარზე თითქმის 100%-იანი ზრდა გვქონდა და ასევე გერმანიის ბაზარზეც ზრდა იყო.

"ბადაგონი" ევროპის 14 ქვეყანაში გადის და საერთო გაყიდვების წილი გასულ წელს 27%-ით დავხურეთ და წელს გაყიდვები 35%-მდე ავა“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები