მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს გაზის წარმოება და ექსპორტი შეგვიმცირდება - რუსეთის ვიცეპრემიერი

63a96a6bbd7ec
მარიამ ვარადაშვილი
26.12.22 13:44
493
2022 წელს რუსეთს ბუნებრივი გაზის წარმოება და ექსპორტი შეუმცირდება. ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

“წლის ბოლოსთვის გაზის წარმოება წინა წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო ექსპორტი თითქმის მეოთხედით იქნება შემცირებული, რაც ძირითადად საექსპორტო ინფრასტრუქტურის დახურვამ განაპირობა”, - უთხრა ნოვაკმა კრემლის კონტროლირებულ სააგენტო TASS-ს.

მისი ინფორმაციითვე, ბუნებრივი გაზისგან განსხვავებით, წელს თითქმის 9%-ით არის გაზრდილი LNG-ის წარმოება. რაც შეხება ნავთობს, რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, სანქციების მიუხედავად, წარმოება არ შემცირებულა. კერძოდ, 2022 წელს რუსეთი ნავთობის წარმოებას წლიურად 2%-ით 535 მლნ ტონამდე გაზრდის, ხოლო ექსპორტის ზრდა წლიურად 7.5%-ით 242 მლნ ტონამდე იქნება.

ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში Gazprom-მა წლევანდელი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. რუსული ენერგოგიგანტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვეში წარმოება წლიურად 19.6%-ით შეამცირეს, რაც რაოდენობრივად თითქმის 100 კუბურ მეტრს აღწევს.

ჯამში წელს კომპანიამ 394.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი აწარმოა. რაც შეეხება გაზის ექსპორტს, Gazprom-ის თანახმად, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების გარეშე, ექსპორტი წლიურად 45.1%-ით შეუმცირდათ. ჯამში კი კომპანიამ თითქმის 100 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი გაიტანა ექსპორტზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები