მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილმა 60%-ს გადააჭარბა

637dcc401eeca
მარიამ ვარადაშვილი
23.11.22 11:48
889
2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული.

განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკით 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში. ღვინის ექსპორტში რუსეთის შემდეგ პოლონეთი მოდის, რომელმაც უკრაინა ჩაანაცვლა. გასულ წლებში სწორედ უკრაინა იყო საქართველოში წარმოებული ღვინისთვის მეორე ბაზარი. საქსტატის თანახმად, პოლონეთში 12.3 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. მესამე ადგილს 10.5 მლნ დოლარით ჩინეთი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან ღვინის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა, თუმცა რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში კვლავ დომინანტური პოზიცია ეკავა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები