მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მილიონამდე ტონა ტვირთის მომსახურებას ვგეგმავთ - "ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი"

63d5204e6146a
მარიამ ვარადაშვილი
28.01.23 19:05
882
"ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალში" 2023 წლის პირველ კვარტალში 300-400 ათას ტონამდე ტვირთის მომსახურებას გეგმავენ. ამ მოლოდინს შუა აზიის რეგიონში ტვირთზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.

ტერმინალის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რაც ტერმინალის გაფართოების აუცილებლობაზე მიუთითებს. ის ასევე მიიჩნევს, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ქვეყანამ სატრანსპორტო სფეროში მსხვილი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

"2023 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოანი იქნება. უფრო მეტ ტვირთს ველოდებით; ასევე, გვინდა, ტერმინალის გაფართოებაც, რათა 2022 წელზე მეტ ტვირთს მოვემსახუროთ. სამიზნე მაჩვენებელი, დაახლოებით, მილიონი ტონაა.

ზოგადად, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და ამ მოთხოვნის შესაბამისი ტვირთის გატარების შესაძლებლობა არ გვაქვს. ამისთვის ახალი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რაშიც ახალი ღრმაწყლოვანი პორტი იგულისხმება, ასევე რკინიგზა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ეს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს საჭიროებს და ამ საკითხზე სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესმაც უნდა იფიქროს.

საბოლოო მიზანი ხომ ტვირთბუნვის ზრდაა და რაც მეტი ტვირთი გაივლის ამ დერეფანში, ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო განვითარდება და რეგიონის მიმართ ინტერესიც გაიზრდება. ამავე დროს აქტიურად უნდა ვიმუშაოთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს დერეფანი ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო განვითარდეს”, - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები