მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს ქართველი დამსვენებლები პრაქტიკულად არ გვყავს” - სასტუმრო “გუდაურა”

62b80a7521f43
თათია კაკიაშვილი
26.06.22 20:00
1486
“წელს ქართველი დამსვენებლები პრაქტიკულად არ გვყავს”, - ამის შესახებ BMG-ის სასტუმრო “გუდაურას” დამფუძნებელმა ირაკლი კუტალიამ განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროს დატვირთულობა ამ ეტაპზე 40%-მდეა, რაც ივნისისთვის სრულიად ნორმალური მაჩვენებელია. ამავე 40%-მდეა “გუდაურას” წინასწარი ჯავშნების რიცხვიც, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია.

წელს “გუდაურაში” ერთ ადამიანს ერთი ღამით და ორჯერადი კვებით განთავსება, საშუალოდ, 80 ლარი დაუჯდება, “გუდაურას” დამფუძნებლის თქმით, ფასის შენარჩუნება დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

“სასტუმრო “გუდაურას” დამსვენებელი წელს ძირითადად არაბული ქვეყნებიდან არის, ასევე ევროპიდან. 2022 წელი გამოირჩევა იმით, რომ საქართველოდან ადგილობრივი დამსვენებლები პრაქტიკულად არ გვყავს, ზაფხულის სეზონი გუდაურში მაქსიმუმ 1%-მა შეიძლება დაჯავშნოს. დღევანდელ პირობებში საკმაოდ რთულია, შევინარჩუნოთ იგივე ღირებულება იმიტომ, რომ გამოწვევები დაწყებული პანდემიის პერიოდიდან, გაგრძელებული წლევანდელი რუსეთ-უკრაინის ომით, რთულ სამუშაო პირობებს ქმნის. პრაქტიკულად შეუძლებელია, დღევანდელი პერიოდი 2019 წლის მონაცემებს შევადაროთ. 2019 წლიდან მოყოლებული სისტემატურად ვართ ბრძოლაში და სასტუმროს მართვის პროცესი გართულდა”, - განაცხადა ირაკლი კუტალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები