მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს საფრანგეთში ღვინის ექსპორტის 30%-იან ზრდას ველით“ - Le Pont Caucasien

61b214bc19174
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.21 21:25
673
საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანია Le Pont Caucasien-ი მიმდინარე წელს ექსპორტის 30%-იან ზრდას პროგნოზირებს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მმართველი პარტნიორი ილია კახოიძე აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა ფრანგულ ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება და ეს კომპანიის მაგალითზეც შესამჩნევია.

„გასულ წელთან შედარებით ექსპორტის 30%-იან ზრდას ველით. 2019 წელს თუ საფრანგეთში 25 000 ბოთლი ღვინის რეალიზება შევძელით, წელს 30-32 ათასამდე ბოთლს გავიტანთ. მიმდინარე წელი, 2020 წელთან შედარებით კარგი იყო, თუმცა მდგომარეობა პანდემიის გამო ბოლომდე არ დასტაბილურებულა.

საფრანგეთში ქართული ღვინო თავისი ყურძნის ჯიშების მიხედვით აინტერესებთ. ამის შემდეგ მოთხოვნა ქვევრის ღვინისკენ გადადის და ძირითადი კითხვები უფრო ქარვისფერ ღვინოზე მოდის, თუმცა კომპანია როგორც ევროპული, ასევე ქვევრის და ბიოღვინოების ექსპორტს ახდენს“, - აღნიშნავს ილია კახოიძე.

Le Pont Caucasien-ის მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ მთავარი არა დეგუსტაციები, არამედ ღვინის მომხმარებლამდე მიტანაა, რაც კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ვცდილობთ, რომ ქართული ღვინო საფრანგეთში მომხმარებლამდე მივიტანოთ, შესაბამისად ვცდილობთ ყველგან ვიყოთ. კარგია ღვინის დეგუსტაციები, თუმცა მთავარი მომხმარებლამდე ღვინის მიტანაა, რათა მათგან წამოვიდეს მოთხოვნა პროფესიონალებზე, ხოლო პროფესიონალები თავად დაიწყებენ ქართული ღვინის მოძიებას“, - ამბობს კახოიძე.

ცნობისთვის: კომპანია Le Pont Caucasien-ი საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტს 2013 წლიდან ახორციელებს. დღეისთვის კომპანია საფრანგეთში 30 მწარმოებელი კომპანიის 120-მდე დასახელების ღვინის ექსპორტს ახორციელებს და მის რეალიზებას როგორც ღვინის მაღაზიებში, რესტორნებში, ონლაინ მაღაზიისა და კომპანიის მაღაზიაში ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები