მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოდან 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული - სამინისტრო

5f141e45dcd6c
BM.GE
19.07.20 14:14
1628
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორაციით, კომპანია  „ინტერაგრომ“ სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალის" ფარგლებში 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. კომპანიას დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტუმრობდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წელს საქართველოდან უკვე 700 ტონამდე ლურჯი მოცვი არის ექსპორტირებული. 

"დღეისათვის, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ხორციელდებოდა.

თუ ფერმერების მხრიდან დაინტერესების ეს ტემპი შენარჩუნდა, მომავალში ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტის მოლოდინი გვაქვს. ლურჯი მოცვის წარმოებაში ჩვენს ფერმერებს გამოცდილება უგროვდებათ. სახელმწიფოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში. პროექტი „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს მნიშვნელოვან საგრანტო დახმარებასა და თანადაფინანსებას, რაც მოტივაციაა ინვესტორებისთვის. საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ ექსპორტი განვახორციელოთ ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაზარზე მეტი მოთხოვნაა და ნაკლები კონკურენცია. ამიტომ ეს კონკურენტული უპირატესობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ლურჯი მოცვი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი კულტურა იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები