მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება 64%-ით გაიზარდა - ავიაციის სააგენტო

6390663561abd
მარიამ ვარადაშვილი
07.12.22 14:38
633
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზარდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გადაფრენები 1.23%-ით არის გაზრდილი. სულ, 2022 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 119 411 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

საქაერონავიგაცია გაზრდილ მაჩვენებელს პანდემიის შემდგომ მოგზაურობაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს. აღდგენილი მიმოსვლის გარდა, სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილი მაჩვენებელი უკრაინაში მიმდინარე ომითაც არის გამოწვეული, რის გამოც საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება მოხდა.

“რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ფრენების აკრძალვის შედეგად ამერიკულმა და ევროპულმა ავიაკომპანიებმა მოახდინეს მარშრუტის ცვლილება და გადამისამართდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად, აღნიშნული საჰაერო ნაკადის ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს”,- უთხრეს BMG-ის კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები