მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wempler-მა $310 ათასი მიიზიდა - რაში გამოიყენებს სტარტაპი ინვესტიციას?

ქართულმა სტარტაპმა, Wempler, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად საჭირო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებსა და პირებთან აკავშირებს, pre-seed (სტარტაპების დაფინანსების საწყისი ეტაპი) რაუნდში $310 000 მოიზიდა. 20-მდე წარუმატებელი საგრანტო კონკურსის შემდეგ სტარტაპმა პირველი დაფინანსება BTU-ს სტუდენტური პროგრამით შეძლო, რამაც კომპანიისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. Wempler არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ვისაც სურთ თავიანთი ყოველდღიური ერთჯერადი დავალებების, მაგალითად, ტვირთის გადაზიდვის, სამღებრო სამუშაოების, ძაღლის გასეირნების - გადაბარება სხვა უფრო კვალიფიციურ კადრებზე, ვისაც დავალების შესასრულებლად შესაბამისი დრო და უნარები აქვთ. აპლიკაცია ბაზარზე 2023 წლის აპრილიდან გამოჩნდა და ერთ კვირაში 10 000 გადმომწერი დააგროვა. 

სტუმარი: ალექსანდრე თავხელიძე - Wempler-ის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები