მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wendy's -ს, Dunkin-ს და Subway-ს ახალი CEO ჰყავს

სს

Wendy's Georgia-ს, Dunkin Georgia-ს და Subway Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. კომპანიაში გიორგი მშვილდაძის ადგილი გივი გვეტაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებდა.

გიორგი მშვილდაძემ Wissol Group-ის შვილობილ კომპანიებში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაწერა.

სწრაფი კვების რესტორნების ახალი აღმასრულებელი დირექტორი კი Linkedin-ზე წერს:

"მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ვიწყებ ახალ თანამდებობას, როგორც აღმასრულებელი დირექტორი Wendy's, Dunkin' და Subway Georgia-ში. მადლობა ჩემს საოცარ და შესანიშნავ ხალხს, AKA-ს გუნდს, აქციონერებს, დაინტერესებულ მხარეებს, ოჯახს და მეგობრებს ამ ნდობისთვის.

ჩვენ ვართ სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი საქართველოში - 120-ზე მეტი რესტორნითა და 2000-ზე მეტი დასაქმებულით სამი შესანიშნავი და მსოფლიო ბრენდი. წინ ბევრი გამოწვევა და წარმატების ისტორიაა", - წერს გივი გვეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები